საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს, როგორც წესი ძირითად სპეციალობას (არანაკლებ 180 კრედიტი), დამატებით სპეციალობას (არანაკლებ 60 კრედიტი) და თავისუფალ კომპონენტს;
ძირითად სპეციალობას სტუდენტი ირჩევს უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს, ხოლო დამატებითი პროგრამისა და თავისუფალი კომპონენტის არჩევა ხდება სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ სემესტრში. არჩევანი თავისუფალია და ხორციელდება სტუდენტის სურვილის შესაბამისად;
რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (სამართალმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი) არანაკლებ 75% ეთმობა რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპონენტების გამომუშავებას
კრედიტი-ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვის მოცულობას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ
სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან
ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტის დატვირთვა 8 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 240 კრედიტს
მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებულ პროგრამაზე - დაწყებითი
განათლება - სტუდენტის დატვირთვა 10 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 300
კრედიტს
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის
დატვირთვა 12/10 სემესტრის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 360/300 კრედიტს
სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს (სემესტრში 30 კრედიტი)
დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს კრედიტების შესაბამისი რაოდენობის შესასრულებლად უფლება ეძლევა აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 40 კრედიტისა
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის მე-6 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შუალედურ შეფასებებს
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. დასკვნითი გამოცდა სავალდებულოა და მისი ხვედრითი წილი 40 ქულაა.
5. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომლის შუალედური შეფასებების კომპონენტებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯამურად შეადგენს არანაკლებ 18 ქულას.
ბ) 15 ქულაზე ნაკლების მიღება ექვს (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, აგრარული, საინჟინრო-ტექნიკური, საინჟინრო-ტექნოლოგიური, პედაგოგიური, საზღვაო სატრანსპორტო) ფაკულტეტზე (აღნიშნული ბარიერი დგინდება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით), ხოლო ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკუტლეტზე დასკვნითი გამოცდის ბარიერია 17 ქულა, მედიცინის ფაკულტეტზე 24 ქულა (გარდა დიპლომირებული მედიკოსი/PBL-სა - 25 ქულა), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 16 ქულა.
გ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობით და სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით:
დ) გამოცდაზე საუბრის, ხმაურის, სხვა სტუდენტისთვის ხელის შეშლის, ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენების შემთხვევაში სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან და გაუფორმდება შეფასება „ნული“.
7. დასკვნითი გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების (საპატიო მიზეზის მითითებით და დასაბუთებით) ან ავადმყოფობის შესახებ ცნობის წარმოდგენის საფუძველზე. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია.
8. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი - 91% და მეტი
ა.ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90%
ა.გ) (C) კარგი - 71-80%
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70%
ა.ე) (E) საკმარისი - 51-60%
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა - 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა - 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
9. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის მე-6. პუნქტით გათვალისწინებული შეფასებების მიღება ხდება შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე.
10. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა.
11. მაგისტრანტის სამაგისტრო ნაშრომის შეფასების სისტემა უშვეს
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – 91-100 ქულა
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა
(C) კარგი – 71-80 ქულა
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა
(E) საკმარისი – 51-60 ქულა
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში.
(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები. მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.
12. დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისათვის შესაძლებელია შეფასების შემდეგი სისტემის გამოყენება:
ა) ფრიადი (summa cum laude) - შესანიშნავი ნაშრომი
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება
გ) კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება
დ) საშუალო (bene) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) - შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
13. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის მე-12 პუნქტის ”ა”-”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
14. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის მე-12 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
15. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის მე-12 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.
მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში
კრედიტის მოსაპოვებლად სამჯერ მოისმინოს ერთი და იგივე სასწავლო კურსი.
ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიუალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით
მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები
მოითხოვოს ცოდნის ობიექტური შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები
მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო დისციპლინების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე
პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის/სტუდენტთა მომსახურების შეფასება.
დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი
დაიცვას და შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები
დაიცვას უნივერსიტეტის მიერ მომსახურებისთვის დადგენილი ვადები
გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები
აწსუ-ს სტუდენტი უფლებამოსილია შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის აქტიური ან შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი
შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი
საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს
სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი,უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა მომდევნო სემესტრების განმავლობაში
სტუდენტი დამატებით სემესტრში იხდის სწავლის საფასურს, რომელიც გამოითვლება ასათვისებელი კრედიტების რაოდენობის პროპორციულად
პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე)
უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა
ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება (თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა)
ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის არ გავლა
სწავლის გაგრძელების მიზანშეუწონლობა - სასწავლო სემესტრით განსაზღვრული კრედიტების მთლიანი მოცულობიდან არცერთი კრედიტის აუთვისებლობა
მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ პირადი საქმის სრულყოფილად წარმოუდგენლობა (მათ შორის დედა უნივერსიტეტიდან ამორიცხვის ბრძანება) და ორმხრივ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერა (ჩარიცხვის ბრძანების გამოცემიდან 10 სამუშაო დღის (2 კვირის) განმავლობაში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწეროს სტატუსის შეჩერების ბრძანება და სტატუსშეჩერებულად ჩაითვალოს მობილობის წესით ჩარიცხვის დღიდან).
სტუდენტის მიერ სწავლების შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება
პირადი განცხადება
უნიერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატუსის შეჩერება
საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერ ათვისება
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისათვის განკუთვნილი სწავლების ნორმატიულ ვადას (ბაკალავრიატი - 8 სემესტრი, ერთსაფეხურიანი პროგრამა „დიპლომირებული მედიკოსი/PBL“ - 12 სემესტრი, ერთსაფეხურიანი პროგრამა „სტომატოლოგია“ - 10 სემესტრი, მაგისტრატურა - 4 სემესტრი, დოქტორანტურა - 6 სემესტრი, მასწავლებლის მომზადების პროგრამა - 2 სემესტრი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა - 2 სემესტრი) დამატებული ორი სემესტრის გასვლის შემდეგ, სწავლების შესაბამისის საფეხურის დაუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელების სურვილის გამოუხატველობა და ახალი ხელშეკრულების გაუფორმებლობა. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება 2023-2024 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე.
უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური საფეხურის დასრულების ვადებში 150 კრედიტზე მეტის აუთვისებლობა. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება 2023-2024 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებზე.
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისათვის განკუთვნილი სწავლების ნორმატიულ ვადას დამატებული ორი სემესტრის გავლის შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამის დაუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება 2023-2024 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებზე.
მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპლექსური საკვალიფიკაციო გამოცდის სამჯერ ჩაუბარებლობა
ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევის გამო“
დოქტორანტურაში პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში
უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას
გარდაცვალება
სტუდენტის სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა.
საუნივერსიტეტო საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს შესაბამისი ფაკულტეტი
აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ
პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა
2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
29.09.2025 - 25.01.2026
I სემესტრის სასწავლო პერიოდი
17.11.2025 - 23.11.2025
შუალედური გამოცდა
01.01.2026 - 07.01.2026
საშობაო არდადეგები
26.01.2026 - 01.03.2026
საგამოცდო სესია, სალიკვიდაციო
პერიოდი/ზამთრის სკოლა
02.03.2026 - 21.06.2026
II სემესტრის სასწავლო პერიოდი
20.04.2026 - 26.04.2026
შუალედური გამოცდა
22.06.2026 - 26.08.2026
საგამოცდო სესია, სალიკვიდაციო
პერიოდი/ზაფხულის სკოლა